ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ცაში ჰანეგბიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გათვლით, ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, როგორც მინიმუმ, შემდგომი შვიდი თვის განმავლობაშიც გაგრძელდება.
პრემიერის მრჩევლის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზასა და ეგვიპტეს შორის არსებული 13 კმ-იანი საზღვრის, ეგრეთ წოდებული „ფილადელფის დერეფნის“ 75%-ს უკვე აკონტროლებს და საჭიროა საზღვრის დარჩენილი მონაკვეთის გაკონტროლებაც, რათა ჰამასის მიერ ეგვიპტის ტერიტორიიდან იარაღის კონტრაბანდა აღიკვეთოს.