ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩინეთის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას, მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი და სათანადო გამოკვლევა

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა.

ამერიკის საგარეო უწყებას „ფორმულამ“ კითხვა ანაკლიის პორტის მშენებლობაში, ჩინური კონსორციუმის მონაწილეობის შესახებ დაუსვა.

„შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ურთიერთობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი და სათანადო გამოკვლევა, გააზრებულ იქნას პოტენციური გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე და უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი და გამჭვირვალე ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც საქართველოსთვის, სარგებლის მომტანი იქნება", - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში, საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა.