ამსტერდამში, „სხიპჰოლის“ აეროპორტში ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC წერს, ის თვითმფრინავის მომუშავე ძრავმა მოიყოლა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ავიაკომპანია KLM Cityhopper-ის თვითმფრინავი გასაფრენად ემზადებოდა. მას რეისი დანიის მიმართულებით უნდა შეესრულებინა.
ნიდერლანდების სამხედრო პოლიციის თქმით, რომელიც აეროპორტში უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, თვითმფრინავიდან ყველა მგზავრი ჩამოიყვანეს და გამოძიება უკვე დაწყებულია.
დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.