Qatar Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც დოჰა-დუბლინის რეისს ასრულებდა, თურქეთის თავზე ტურბულენტურ ზონაში მოჰყვა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
გავრცელებული ცნობით, დაშავებულია 12 ადამიანი - მგზავრები და ეკიპაჟის წევრები. საბოლოოდ, თვითმფრინავი დუბლინში უსაფრთხოდ დაეშვა.
ანალოგიური შემთხვევა 21 მაისსაც მოხდა. Singapore Airlines-ის რეისზე, ტურბულენტობის გამო, 1 მგზავრი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.