ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დევიდ ქემერონი: „აგენტების კანონის“ მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას ეხმიანება და ამბობს, რომ „აგენტების კანონის“ მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია.

„ქართველი ხალხის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას“, - წერს ქემერონი X-ზე.