ჩვენ დღეს გვჭირდება უფრო ძლიერი პირდაპირი ეკონომიკური მხარდაჭერა და უფრო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის ევროინტეგრაციის ბოლო ეტაპზე, რომელიც გაწევრიანებას გულისხმობს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საქართველოს მიერ მიღებულ „აგენტების კანონზე“ უფრო მკაცრი კანონები აქვს ევროკავშირის წევრ 15 ქვეყანას, ასევე აშშ-ს, ისრაელს და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს.
„ჩვენ პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთადერთი გზავნილი გვაქვს - უფრო ძლიერად დაუჭირონ მხარი ჩვენს ქვეყანას! საქართველო ევროპული ტრაექტორიით მიდის!
მინდა საქართველოს საზოგადოებას და პარტნიორებს ვუთხრა: - გამჭვირვალობის რეესტრის დანერგვა არის შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და არანაირი სამართლებრივი კავშირი და გავლენა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებზე არა აქვს. საკითხის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს საქართველოში რეესტრის შექმნამ, რაც ევროპის 15 ქვეყანაში გაქვთ, თითქოს თქვენს ქვეყნებში შეცვალა რაიმე, ან ჩვენს ურთიერთობებში რაიმეზე მოახდინა ზეგავლენა, რა თქმა უნდა, საფუძველს მოკლებულია.
მინდა, საქართველოს ყველა ნამდვილ მეგობარს მივმართო, კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ საქართველოს მხარდაჭერა - ჩვენ დღეს გვჭირდება უფრო ძლიერი პირდაპირი ეკონომიკური მხარდაჭერა და უფრო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის ევროინტეგრაციის ბოლო ეტაპზე, რომელიც გაწევრიანებას გულისხმობს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.