გამჭვირვალობა მსოფლიო გამოწვევაა, უკვე „გუგლსაც“ კი აქვს გამჭვირვალობის რეესტრი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ქვეყნები და ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ, ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხონ.
„გამჭვირვალობა მსოფლიო გამოწვევაა! ქვეყნები და ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ, ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხონ. უკვე „გუგლსაც“ კი აქვს გამჭვირვალობის რეესტრი. მხოლოდ საქართველოში ცდილობენ ამ გამოწვევასთან ბრძოლას „რუსული“ უწოდონ.
ქართველები კი გაუბედავები და სხვისი მორჩილები არ აღმოვჩნდით. მეტიც, ბევრს დავასწარით კიდეც!“, - წერს რატი იონათამიშვილი.