ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იონათამიშვილი ბორელის განცხადებაზე: საქართველოს ვერავინ დაჩაგრავს, ამაყი ხალხი ვართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმიანება.

იონათამიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ვერავინ დაჩაგრავს.

,,ძალიან ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ისმოდა ცალკეული კრიტიკა საქართველოს მიმართ, მაგრამ საბოლოო ჯამში, აღმოჩნდებოდა ხოლმე რომ ეს კრიტიკა იყო უსაფუძვლო და შესაბამისად, გადაწყვეტილებები იხრებოდა სამართლიანობის მხარეს, ამით ჩვენ იმ უსამართლო დამოკიდებულებას და ცალკეულ გადაწყვეტილებებს ჩვენს ხალხთან ერთად ვამარცხებდით ხოლმე. ბოლო ასეთი იყო არამხოლოდ როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, არამედ სააკაშვილის საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც იღებდნენ ერთ მხარეს რეზოლუციებს, მაგრამ მეორე მხარეს იყო მისი საპირისპირო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციასთან ერთად გააცამტვერა ევროკავშირის მიერ მანამდე მიღებული რეზოლუციები. ახლაც ასეთი სიტუაციაა, მაგრამ სიმართლე არ იკარგება მაშინ, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ერთად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის ღირსებისათვის. ჩვენ ასე გავაგრძელებთ რასაკვირველია და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ დაჩაგროს საქართველო. საქართველოს ვერავინ დაჩაგრავს, ვინაიდან ჩვენ ვართ ამაყი და თავისუფალი ხალხი, ჩვენ ძლიერად გვაქვს გათავისებული ჩვენი ღირსების შეგრძნება და აქედან გამომდინარე, სწორედ ეს არის ის ფასეულობები, რითიც ჩვენ მივდივართ ევროპისაკენ და რითიც ევროპა მოდის ჩვენკენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ,,აგენტების შესახებ“ კანონი საქართველოს ევროპულ გზაზე ხელს არ უწყობს.