ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვაშაძე: „ოცნება“ შეშინებული ცდილობს თავად დანერგოს შიში საზოგადოებაში. ცვლილებები გარდაუვალია

მათი ძალადობრივი ქმედებები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ხალხის ნებაზე, რადგან მათ ხელისუფლებას განაჩენი უკვე გამოუტანეს, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე მომხდარ თავდასხმას.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლების უკანონო და ძალადობრივი ქმედებები კიდევ უფრო არალეგიტიმურს ხდის “ქართულ ოცნებას” და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცვლილებები გარდაუვალია.

„დღეს, გამთენიისას, ხელისუფლების მართული ჯგუფების მიერ მთავარი ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ დამფრთხალია და შეშინებული ცდილობს თავად დანერგოს შიში საზოგადოებაში, რაც არ გამოუვიდა და არც გამოუვა. მათი ძალადობრივი ქმედებები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ხალხის ნებაზე, რადგან მათ ხელისუფლებას განაჩენი უკვე გამოუტანეს. ხელისუფლების უკანონო და ძალადობრივი ქმედებები კიდევ უფრო არალეგიტიმურს ხდის “ქართულ ოცნებას” და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცვლილებები გარდაუვალია”, - აცხადებს ვაშაძე.

„ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ.