თბილისში, დღეს 20:00 საათზე, „აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. ამასთან, 21:00 საათზე საქველმოქმედო კონცერტი „ევროპული მომავლისთვის" გაიმართება.
პარლამენტმა ,,აგენტების კანონპროექტზე" პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.