ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია 2 ივნისს გაიმართება

2 ივნისს, 20:00 საათზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.

ამის შესახებ აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან.

„2 ივნისს, 8 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე კვლავ ვიკრიბებით და ვაგრძელებთ ბრძოლას”, - განაცხადა ამაღლობელმა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „აგენტების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონს მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა.