მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის მისი მხარდაჭერით, ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“.
ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა შეეძლოთ კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას.
„მინდა მოვუწოდო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, დავთვალოთ, რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანი გადანაწილება არ გამოვა, ამომრჩევლის წარმომადგენელი უნდა იყოს. რაც დაჯდება რეიტინგი, წინასწარ ნახევარი კვოტები გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. ოღონდ გავერთიანდეთ, ამ ვითარებაში ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა", - აღნიშნა სააკაშვილმა.