ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

წილოსანი: ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ ადევნებაზეც გადავიდნენ - ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან

ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ ადევნებაზეც გადავიდნენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისივე თქმით, ფაშისტური მოქმედებები ოპოზიციური ლიდერების მხრიდანაა წახალისებული.

წილოსანის განცხადებით, ადევნების გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.

„ამ პატარა დაჯგუფებას უნდა, რომ ის რაც კანონით დასჯადია, ის, რაც ყველანაირი ნორმებით მიუღებელია, გაასაღოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში, ასევე აქტივიზმში. გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ში 5 საათზე ვარ გამოკითხვაზე დაბარებული და აუცილებლად, დეტალურად აღვწერ ამ მარაზმს, რასაც ადამიანურ ენაზე ფაშიზმი, მაგრამ კანონის ენაზე ადევნება ჰქვია. ფაქტია, რომ მთლიანად ეს ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, მათ შორის, იმ პოლიტიკოსებისგან და აქტივისტებისგან, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ მოქმედებენ", - განაცხადა წილოსანმა.