ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ,,ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ პარტიებთან მიღებას გამართავს და მათ სიტყვით მიმართავს.
შეხვედრა, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, მედიისათვის დახურული იქნება და ინფორმაციას პრესსამსახური გაავრცელებს.
„ქართულ ქარტიას" დღეს დილიდან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა და ლიდერებმა ხელი მოაწერეს.
შეთავაზებას არ უერთდება პარტია „საქართველოსთვის“ და „გირჩი“.