ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

როიტენი: „ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ევროპული მომავლის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა

ევროპარლამენტარი, თიის როიტენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „აგენტების კანონზე“ ხელის მოწერას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახლახან საქართველოს ევროპული მომავლის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა.

„ქართულმა ოცნებამ" ახლახან საქართველოს ევროპული მომავლის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა - თუმცა საბოლოოდ ისინი მარცხს განიცდიან. საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავშირის ნამდვილ მხარდაჭერას იმსახურებენ. დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს“,- წერს თიის როიტენი X-ზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ „აგენტების კანონს“ ხელი დღეს მოაწერა. მისი თქმით, ის ძალაში ხვალიდან შევა.