ჩვენ ვთვლით, რომ ამ კანონით დავიცავით ის, რაც ყველაზე მაღალი სიკეთე, რომელთან ვერც გათანაბრდება ვერც ვერანაირი ვიზა, მოგზაურობა, შოპინგი და ა.შ. ეს მათი ჰობია, მე და ჩემნაირებმა ეს მოვილიეთ უკვე, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა. კითხვა შესაძლო სანქციებს ეხებოდა.
„არ მინდა ხანდაზმულად გამოვიყურებოდე, მაგრამ ჩვენ საბჭოთა კავშირიც გვახსოვს, როდესაც 4 წელიწადში ერთხელ იყო ნებადართული, ისიც კედლის აქეთ წასვლა და თან გაკვირდებოდნენ და მომდევნო 4 წელიწადში ვეღარსად წახვიდოდი. ღირებულებითი დისკუსიაა ეს და ეს არ არის მხოლოდ ნერვების ომი“, - თქვა წულუკიანმა.