ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მდინარაძე: ესენი ცდილობენ მოღალატის იარლიყი სხვას მიაკრან…სამშობლო არ იყიდება!

მმართველი პარტიის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ სამშობლო არ იყიდება.

„ესენი ცდილობენ მოღალატის იარლიყი სხვას მიაკრან…სამშობლო არ იყიდება!“,- წერს მდინარაძე.

აშშ-ის კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენა მიმდინარეობდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი, ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა. მოსმენაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალია საბანაძე.