ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. პირველი საათის მდგომარეობით, უკვე რეგისტრირებული იყო 3 500-მდე აღსაზრდელი.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ვებგვერდზე მაღალი მიმართვიანობის გამო, შესაბამისი პროგრამა ახდენს მომლოდინე აპლიკანტთა პრიორიტეტიზაციას, რის გამოც შესაძლოა დაგვიანდეს რეგისტრაციის დადასტურება.

„მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე დედაქალაქში არის საკმაოდ მაღალი, თუმცა, 2024 წელს საზაფხულო ბაღების, შესაბამისად, ვაკანსიების რაოდენობაც არის გაზრდილი 18 000-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, დარეგისტრირდება ყველა აპლიკანტი. ხოლო ადგილების შევსების შემთხვევაში, მშობლებმა უნდა მიმართონ სასურველი ბაღის ადმინისტრაციას, რომელიც მათ დაეხმარებათ რეგისტრაციაში“, - აცხადებენ სააგენტოში.