საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.
დარჩიაშვილი რეზოლუციას ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად მიიჩნევს.
„ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური მზარდი დინამიკა. რეზოლუციის მხარდამჭერი წელს 103 ქვეყანა გახდა",- აცხადებს დარჩიაშვილი.
2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 64 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
ჩინეთმა გაეროში მხარი არ დაუჭირა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას.