ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სააკაშვილი: ამერიკის კონგრესში რამდენიმე კონგრესმენმა დამიჭირა მხარი, ძალიან ობიექტური იყო უილიამ კორტნიც

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში აშშ-ში გუშინ გამართულ კონგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე კონგრესმენმა დაუჭირა მას მხარი, რომელთა შორის იყო ელჩი უილიამ კორტნიც.

მისი თქმით, სწორედ კოტნიმ გასცა ნატალია ებანოიძეს ღირსეული პასუხი, მისი უფლებების დარღვევაზე და პოლიტიკურ პატიმრობაზე.

„გუშინ ამერიკის კონგრესში რამდენიმე კონგრესმენმა დამიჭირა მხარი. ასევე ძალიან ობიექტური იყო ელჩი უილიამ კორტნიც და ვინ გაამართლა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობა?

იმავე ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ივანიშვილის პოლიტიკას იქამდე, ვიდრე პრემიერ გახარიასთან ასოცირების გამო, არ გაუშვეს ელჩობიდან – ნატალია საბანაძემ.

უფრო სწორედ, მან სცადა გამართლება, თუმცა კონგრესმენ სტივ კოენის მხრიდან მიიღო კიდევაც ღირსეული პასუხი, ჩემი უფლებების დარღვევაზე და პოლიტიკურ პატიმრობაზე“, -დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, რომელზეც ე.წ. მოწმის სახით მიწვეული იყო ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ საბანაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდე მერყეობს.

კონგრესმენმა სტივ კოენმა კი აღნიშნა, რომ „ახლა სააკაშვილი ციხეშია, მას საშინლად ეპყრობოდნენ და ფიქრობს, რომ შესაძლოა, მისი სიცოცხლე საფრთხეშიც იყოს“.