ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

AP: უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებისთვის უკვე გამოიყენა

Associated Press-ის ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებისთვის უკვე გამოიყენა.

როგორც სააგენტო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, დარტყმები განხორციელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკული იარაღის გამოყენების მიმართ პოლიტიკა შეცვალა.

თუმცა სააგენტო არ აკონკრეტებს, თუ რომელი სამიზნეები გაანადგურეს უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული იარაღით.

მანამდე, უკრაინის ძირითადმა მოკავშირეებმა, მათ შორის აშშ-მა, გერმანიამ და საფრანგეთმა, განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ.