ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხვიჩია: საქართველოში ვერანაირ მაიდანიზაციას ვერ ვხედავ, მაგრამ თუ ვინმე რაიმეს უწყობს საკუთარ თავს, ეს „ქართული ოცნებაა"

სიმართლე გითხრათ, საქართველოში ვერანაირ მაიდანიზაციას ვერ ვხედავ, მაგრამ თუ ვინმე რაიმეს უწყობს საკუთარ თავს, ეს „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მაიდნისთვის არავინ ემზადება.

„სწორედ ისინი ცდილობენ, ხალხი გააბრაზონ და ქუჩაში გამოიყვანონ, შემდეგ პროტესტი ჩაახშონ, რაც ქვეყანაში არსებობს იმ გაგებით, რომ ამ პროტესტს მათ მიერ შეგზავნილი ორგანიზატორები დაუნიშნონ, ამ ხალხს თავგზა აუბნიონ და ქალაქის ქუჩებში ატარონ. ხელისუფლებას ეს უნდა და ამბობს, ვიღაცას მაიდანის მოწყობა უნდაო. არ ვიცი, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს რა შეიძლება, „გაუჩალიჩოს“, მაგრამ ადამიანს არ ვიცნობ, ვინც ოცნებობს ან ემზადება მაიდნისთვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.