ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, რომ კონგრესში MEGOBARI Act-ის მხარდაჭერა იზრდება

აშშ-ის ჰელსინკის კომისია რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ MEGOBARI აქტზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აქტის მიმართ კონგრესში მხარდაჭერა იზრდება.

„აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად ეკიდება და კონგრესში MEGOBARI აქტის მომენტუმი იზრდება. დღეს ჩვენ მივესალმებით ახალ ინიციატორებს: თანათავმჯდომარეებს - ოსტინ სკოტსა და ჯერი კონოლის, ასევე, კონგრესმენებს - დონ ბეიკონს, ლოიდ დოჯეტსა და მაილოულერს" – წერია განცხადებაში.

MEGOBARI აქტის მიზანია საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება. კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას დაუპირისპირდეს.