ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნინო წილოსანი: სანქციებთან დაკავშირებით აზრი არ შემიცვლია - მეამაყება, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას

სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

„თუმცა, ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური” თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლო ვის და რატომ ჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება, ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა..

მეამაყება, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას“, - წერს წილოსანი.

როგორც გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-მა სანქციები დაუწესა 30-მდე პირს - „ოცნების“ წევრებს, პარლამენტარებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს.