ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მანჯგალაძე: ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები და ყველას მიუვა აუცილებლად

ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები, ყველას მიუვა აუცილებლად და ამ ყველაფერს საკუთარ ტყავზე იგრძნობენ, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქციების საკითხს.

მანჯგალაძის თქმით, სანქცირებული მთავრობა ხალხს სიკეთეს ვერ მოუტანს.

„რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ დააყოვნებდა, რადგან „ქართული ოცნება“ დღესაც ამბობს, რომ ამერიკა მტერია. თუ შენს სტრატეგიულ პარტნიორს მტრად თვლი, ამას ჰქვია სარკისებრი ასახვა, ამერიკამ სარკისებრად უპასუხა იმ ხალხს, ვინც მტრად თვლის, სამოგზაურო ვიზა გაუუქმა, ეს დასაწყისია, ეს მხოლოდ ერთადერთი ქმედება არ არის, ამის იქითაც იქნება სხვა ქმედებები. მთავარია, ახლა საქართველოსგან რუსული რეჟიმის გზები გაიყაროს. სანქცირებული მთავრობა რამდენი ხანიც იქნება ხელისუფლებაში, ვერანაირ სიკეთეს მოუტანს ხალხს, ვერც ინვესტიციებს შემოიტანს, ვერც სამუშაო ადგილებს შექმნის, ანუ „ქართული ოცნება“ გამზადებულია იმისთვის, რომ უნდა წავიდეს სახლში, მისი მავნებლური ქმედებებით პარტნიორი არ დარჩა რუსეთის, ირანის გარდა. მოდი, დაველოდოთ მოვლენებს, ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები, ყველას მიუვა აუცილებლად და ამ ყველაფერს საკუთარ ტყავზე იგრძნობენ. რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ქვეყნისთვის კარგი არ არის",- აცხადებს მანჯგალაძე.

აშშ-მ სანქციები 30-მდე პირს - „ოცნების“ წევრებს, პარლამენტარებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს დაუწესა.