„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი კახიანი აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმიმართ დაწესებული სანქციების საკითხს ეხმიანება.
,,რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ საერთოდ, პრობლემას ვერ ვხედავ, როდესაც კონკრეტული პირების დასანქცირება ხდება - უმრავლესობის ყოველ წევრს გათავისებული გვაქვს, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სუვერენიტეტს და ამ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან დამხევი არავინ არ არის, სანქციებზე არის საუბარი, თუ რაიმე სხვა სახის ზომებზე. მაშინ როდესაც „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების გამო მოხდა პარლამენტის წევრების დასანქცირება, უბრალოდ გაუგებარია, პარლამენტის ერთი წარმომადგენელი თუ მოხვდა ამ სიაში, მაშინ რატომ არ უნდა ყოფილიყო დარჩენილი 83? იმიტომ, რომ ყველა ერთნაირად უჭერდა ამ კანონს მხარს და მით უმეტეს, საზოგადოების უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს ამ კანონის მიღებას ,“ - განაცხადა კახიანმა.
აშშ-მა სანქციები 30-მდე პირს - „ოცნების“ წევრებს, პარლამენტარებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს დაუწესა.