„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრობს და ამბობს, რომ არც ერთ მის კოლეგას მეილი არ მიუღია, სადაც შეიძლებოდა, გაეგო არის თუ არა სიაში.
მისივე თქმით, ბევრი მათგანი ითხოვს, ვინმემ იქნებ კონკრეტულად უთხრან, რა ხდება, მაგრამ ჯერჯერობით, პასუხი არ არის.
„ნამდვილად არ მეგულება, მათ შორის, არც ერთი ჩემი კოლეგა, ვისაც რაიმე მეილი მსგავსი მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ სისტემატურად ვამოწმებთ და ვმუშაობთ მეილებით, ეს ერთ-ერთი ჩვენი სამუშაო წყაროა. [...] შენთვის რომ იცოდე, არავის არ მისვლია ეს მეილი. ბევრი კოლეგა ჩემი ითხოვს, რომ იქნებ კონკრეტულად ვინმეს უთხრან", - განაცხადა წილოსანმა.
როგორც გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-მა სანქციები დაუწესა 30-მდე პირს - „ოცნების“ წევრებს, პარლამენტარებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს.