დღეს არის 8 ივნისი და ჩამოჰკრა უბედურების ზარმა ოპოზიციაში, ჩემი ხაბე აღარ არის თავმჯდომარე მთავარი ოპოზიციური პარტიის, ხაბე დამიჩაგრეს. კი ვაფრთხილებდი, ვეუბნებოდი, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა, – ასე ეხმიანება მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა ,,ნაციონალურ მოძრაობაში" განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.
ზარქუას შეფასებით, ოპოზიციური პარტიის საკადრო ცვლილებებით საზოგადოებისთვის არაფერი იცვლება.
„კიდევ ერთხელ ბუნებრივია, საზოგადოებისთვის არაფერი იცვლება არც მათ შორის რადიკალებში, რადგან ხაბე იქ იყო ნომინალური ისევე, როგორც ახლა ვისაც დანიშნავენ ისიც ნომინალური იქნება. ერთი მიზეზი თქვან, რისთვისაც შეიძლება, ხაბე ჩამოაცილონ და დანიშნონ ბოკუჩავა, რატომ? რა გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, ამ კანონმდებლობაში. მიდის შიდა ბრძოლები და ზოგჯერ უნდა დავაკვირდეთ და ვიხალოსოთ“, – განაცხადა ზარქუამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა. ხაბეიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას თინა ბოკუჩავა დაიკავებს.
TV24-მა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით გაავრცელა.