მაგნიტსკის აქტის ავტორმა, ბილ ბრაუდერმა აშშ-ის მიერ, ,,ქართული ოცნების" წევრებისთვის, სავიზო სანქციების რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რეალურად არავის ეცინება - ისინი უბრალოდ ცდილობენ, რომ ასე თავი მოგვაჩვენონ. მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, ამერიკა კიდევ უფრო შორს წავა, შეუძლია გაყინოს აქტივები და დამერწმუნეთ, რომ აღარავის გაეღიმება, როცა ისინი გახდებიან სუბიექტები ამერიკის ხაზინის სანქციებისა და მათი აქტივები გაიყინება მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ბილ ბრაუდერმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად დამპყრობლის მხარე დაიჭირა.
,,ძალიან გულდასაწყვეტი სიტუაციაა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს და თქვენც საქართველოში არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რუსეთმა დაიპყრო თქვენი ქვეყანა 2008 წელს და წაგართვათ სუვერენული ტერიტორიის ნაწილი. ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ, იცავდნენ თქვენ ქვეყანას და ამჟამად ვიმყოფებით ძალიან უცნაურ სიტუაციაში, როცა საქართველოს
ხელისუფლებამ ფაქტობრივად დამპყრობლის მხარი დაიჭირა, იმ ქვეყნის მხარე, რომელმაც რაღაც საშინელებები ჩაიდინა თქვენს ტერიტორიაზე. გარედან ყველაფერი აუხსნელი და წარმოუდგენელია, რაც საქართველოში ხდება და ასეთი გადაწყვეტილება როგორ შეეძლო მიეღო საქართველოს ხელისუფლებას?!",- აღნიშნა ბრაუდერმა ,,ფორმულასთან".