ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ლაშა ბექაურს იანეც კოჩიანჩიჩის ჯილდო გადასცა.
ჯილდო კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტის, იანეც კოჩიანჩიჩის ხსოვნის პატივსაცემად დაწესდა და ევროპული თამაშების საუკეთესო ქალ და მამაკაც სპორტსმენებს გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიალი 6 ივნისს, ქალაქ ბუქარესტში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 53-ე გენერალურ ასამბლეაზე გაიმართა.