დღეს ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეა. კენჭისყრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში იმართება.
ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოქალაქეები ევროპარლამენტის 720 დეპუტატს ირჩევენ, თითოეული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად.
ევროკავშირის სახელმწიფოებში, საერთო ჯამში, დაახლოებით 370 მილიონი ამომრჩეველია.