ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თეთრი სახლი: ბაიდენი და მაკრონი მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით

ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, – ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

2 ქვეყნის პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.

„ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში რეგიონის მთელი მოსახლეობის საკეთილდღეოდ," - წერია განცხადებაში.