ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბაიდენი და მაკრონი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას მხარს უჭერენ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული მოგების გამოყენებას. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

„პრეზიდენტები ვალდებულებას იღებენ მხარი დაუჭირონ ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ძალისხმევას, რათა რუსული სუვერენული აქტივებიდან მიღებული გაუთვალისწინებელი დივიდენდები, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უკრაინის სასარგებლოდ იქნას გამოყენებული", - ნათქვამია განცხადებაში.