ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა.
როგორც „დოიჩე ველე“ გერმანულ მაუწყებელ „ARD“-ზე დაყრდნობით წერს, 29,5%-ით პირველ ადგილზეა კონსერვატიული პარტია, მეორე ადგილი ხმათა 16,5%-ით დაიკავა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის პარტიამ ხმების 14 პროცენტი დააგროვა.
გამოკითხვის თანახმად, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა.
ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირის მოქალაქეები 720 პარლამენტარს ირჩევენ, რომლებიც წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად.