ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბათუმის „ოცნების ქალაქში” მცხოვრებლები აქციას მართავენ

ამ წუთებში, ბათუმის „ოცნების ქალაქში” მცხოვრებლები აქციას მართავენ. სოციალურად დაუცველებს მიაჩნიათ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ბუნდოვანი და არასამართლიანია. კერძოდ, მათი თქმით, რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა გადანაწილდეს ბინები, ამ დრომდე უცნობია.

მათი თქმით, რამდენიმე ისეთმა ოჯახმა უკვე მიიღო საცხოვრისი, ვისაც დასახლებაში არ უცხოვრია და მას შემდეგ გამოჩნდა, როდესაც კორპუსების მშენებლობა დასრულდა.

„ოცნების ქალაქში” სამი კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა, რომელშიც 582 ბინაა. აჭარის მთავრობაში განმარტავენ, რომ იმ პირთა სია არ გასაჯაროვდება, ვისზეც ბინაა გათვალისწინებული, რადგან ინფორმაცია პერსონალურია. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ამ შემთხვევაშიც რეგიონის ხელისუფლებას დოკუმენტი არ გაუსაჯაროებია.

ავტორი: სულხან მესხიძე