ავსტრიაში, ევროპარლამენტის არჩევნებში, ხმების უმეტესი ნაწილი დათვლილია. ბოლო მონაცემებით, ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ ლიდერობს, რომელმაც ხმათა 25,5 პროცენტი მიიღო.
მეორე ადგილზეა კონსერვატიული სახალხო პარტია 24,7 პროცენტით, ხოლო მესამეზე სოციალ-დემოკრატები 23,3 პროცენტით.
მწვანეებს 10,9 პროცენტი აქვთ, ხოლო ლიბერალურ „ნეოსს“ 10,1 პროცენტი. კომუნისტებმა 2,9 პროცენტი მიიღეს, ხოლო პარტია DNA-მ 2,7 პროცენტი.