ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ბიულეტენების 21 % -ის დათვლის შემდეგ, „საპარლამენტო არჩევნების“ პირველადი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს.

ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს.

მეორე ადგილზეა ამჟამინდელი ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია „ნიხასი“, მესამეზე კი „კომუნისტური“ პარტია.

დანარჩენი შედეგები ასე გამოიყურება:

„ერთიანი ოსეთი“ - 45.67%

„ნიხასი“ - 29.59

კომუნისტური პარტია -6.14 %

სახალხო პარტია - 5.37%

 „ირი ფარნი“- 5.86 %

„ერთობა“ - 2.37 %

ყველას წინააღმდეგ- 3 %

ხმის მიცემისთვის 73 „საარჩევნო უბანი“ გაიხსნა, მათ შორის 71 ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ერთი - მოსკოვში, ე.წ.“სამხრეთ ოსეთის“ საელჩოში და ერთი - ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედ „საკონსულოში“. ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ტარდება: 34 ე.წ. დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი - მაჟორიტარული ოლქებიდან.

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნები გუშინ ჩატარდა და მასში შვიდი პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.