ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შოთა ხაბარელი: მაკრონმა თავის თავს მიხედოს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, შოთა ხაბარელი ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტების კრიტიკულ განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ სჯობს, მაკრონმა საკუთარ თავს მიხედოს.

რაც შეეხება ამერიკას, მისი თქმით, ცოტა ხანში გამოჩნდება, როგორი განცხადებები გაკეთდება.

„ჯერ მაკრონმა თავის თავს მიხედოს, როდესაც დილით გააკეთა სხვა განცხადება, თითს გვიქნევდა და საღამოს კიდევ თვითონ გადააყენა პარლამენტი. ამერიკაში, ცოტა ხანში ვნახოთ როგორი განცხადებებიც გაკეთდება. ყველა ფიქრობს თავის ქვეყანაზე და ჩვენც ასე ვიქცევით

ბაიდენმა და მაკრონმა „ოცნებას“ მოუწოდეს - „პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით“.