ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კობახიძე: ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად, თუმცა პროპაგანდა ჩვენთვის მიუღებელია

ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად და მკაფიოდ, თუმცა პროპაგანდა ჩვენთვის მიუღებელია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

კობახიძის თქმით, ვინც მხარს არ უჭერს კანონპროექტს პროპაგანდის წინააღმდეგ, ის ავტომატურად მხარს უჭერს  პროპაგანდას, რაც არასწორია. 

„საზოგადოება ამას ხედავს და თავის დასკვნებს გამოიტანს, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებს ამ საკითხთან მიმართებით ოპოზიცია. ეს ყველაფერი გამოჩნდება, მათ შორის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე",  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.