საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
კერძოდ, ზურაბიშვილს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ევროპასთან დასაახლოებლად მის ხელთ არსებული ბერკეტის გამოყენებას და სააკაშვილის შეწყალებას.
„თუ ჩვენი ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ და იქითკენ გასული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებთან შეხვედრას მართავს.