ნიდერლანდები „უკრაინის შეტევითი დრონების პოტენციალის გასავითარებლად“, 60 მილიონ ევროს გამოყოფს.
ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი ადასტურებს.
ინვესტიციები ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს უკვე დამტკიცებული ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მთლიანი თანხიდან 60 მილიონი ევროდან, 17,5 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება უკრაინაში საზღვაო დრონების ("უპილოტო ნავების") წარმოებაში. კიდევ 20 მილიონი გადაირიცხება საერთაშორისო ფონდში FPV-ის ტიპის დრონების წარმოებისთვის, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს. დარჩენილი თანხები გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ორმხრივი მიწოდებისთვის და გამოიყოფა ჰოლანდიური ინდუსტრიის შესყიდვებისთვის.