ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ჭკუა არ მოეკითხება, ამიტომ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ფორმალურად სააკაშვილის შეწყალება შეუძლია, თუმცა ტვირთს კიდევ უფრო მეტად დაიმძიმებს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჭკუა არ მოეკითხება, ამიტომ ყველანაირი სცენარისთვის მზად არიან.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილს ჭკუა არ მოეკითხება, ამიტომ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. საბედნიეროდ, ბევრი რამე არც ზურაბიშვილზეა დამოკიდებული. ფორმალურად სააკაშვილის შეწყალება შეუძლია, მაგრამ ტვირთი, რაც აკიდებული აქვს, კიდევ უფრო მეტად დაიმძიმებს და მისი ცხოვრება გაუსაძლისი გახდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმული შემდეგი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „თუ ჩვენი ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ“.