ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ ერთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, Patriot-ს გადასცემს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times იუწყება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კიდევ ერთი Patriot-ის სისტემის გადაცემის გადაწყვეტილება გასულ კვირას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ გამართული მაღალი დონის შეხვედრებისა და შიდა დებატების შემდეგ მიიღო.
ეს უკვე მეორე მსგავსი სისტემაა, რომელიც პოლონეთიდან უკრაინაში გაიგზავნა. ფრონტზე მისი გაგზავნისთვის და საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად რამდენიმე დღეა აუცილებელი.
აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ანალოგიურ გადაწყვეტილებებს ევროპელი მოკავშირეებიც მიღებენ. მანამდე ასეთი მოწოდებით ევროპული ქვეყნების ლიდერებს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მიმართა.