ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ქადაგიშვილი: სააკაშვილის არც შეწყალებას და არც შეუწყალებლობას დღეს დიდი აზრი არ აქვს

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არც შეწყალებას და არც შეუწყალებლობას დღეს დიდი აზრი არ აქვს.

„ამ ოპოზიციის აჯაფსანდალს თუ კიდევ ზემოდან ახლა ეს წიწაკა – მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სჭირდება, შეიწყალოს და ვნახოთ, მერე რა მოხდება მაგ ოპოზიციაში. არც შეწყალებას არ აქვს დღეს დიდი აზრი და არც შეუწყალებლობას, მაგრამ ვერ შეიწყალებს გამომდინარე იქიდან, რომ მასზე სხვა სისხლის სამართლის საქმეებიც არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.