სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ერევანში, საპროტესტო აქციაზე, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ბოლო მონაცემებით, სამედიცინო დახმარება 100-მდე ადამიანს დასჭირდა. დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცვებიც.
12 ივნისს, დემონსტრანტები პარლამენტთან შეიკრიბნენ, სადაც „მთავრობის საათი“ იმართებოდა. მათმა ნაწილმა შენობის გალავანთან ახლოს მისვლა და ბრიკადების ნაწილის გაწევა სცადეს, რის გამოც პოლიციამ მათ მიმართ ძალა გამოიყენა.
სომხეთში საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, რომლის ორგანიზატორი არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალასტიანია.
მიტინგის მონაწილეების პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომას და ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას მოითხოვენ.