ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იენს სტოლტებეგრი: უკრანისთვის იარაღის მიწოდება ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულო უნდა გახდეს

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრანისთვის იარაღის მიწოდება ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულო უნდა გახდეს.

ამის შესახებ იენს სტოლტენბერმა ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრების სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

მისივე თქმით, მოკავშირეები უკრაინას ყოველწლიურად 40 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას უწევენ. ერთადერთი ქვეყანა, რომლის პოზიცია ნატოს წევრები ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავდება, უნგრეთია.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს 6 თვე დასჭირდა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესათანხმებლად. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ მოკავშირეების მიერ გაცემული ზოგიერთი პირობა არ შესრულებულა - თუ ჩვენ ნებაყოფლობით წვლილს სავალდებულოს გავხდით, დახმარების მიწოდება უფრო საიმედო და მასშტაბური გახდება“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.