შეტაკება არგენტინაში -სპეცრაზმა პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული მკაცრი ეკონომიკური პროგრამის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ხავიერ მილეის მიერ ინიცირებული რეფორმების პაკეტი ეკონომიკის დერეგულირების ზომებს მოიცავს. მათ შორის პენსიების შემცირებასა და შრომითი უფლებების შეზღუდვას.
ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან მემარცხენე პარტიები, პროფკავშირები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.