რუსული Red Wings ბათუმის მიმართულებით სამ ახალ რეისს იწყებს. სოჭი-ბათუმი-სოჭის რეისის გაყიდვები უკვე დაწყებულია. ფრენები 2024 წლის 22 ივნისიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
ყაზანი-ბათუმი-ყაზანის ავიარეისები 7 ივლისიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით კვირაობით შესრულდება.
გარდა ამისა, Red Wings ავიარეისებს იწყებს უფა-ბათუმი-უფას მიმართულებაზეც. რეისები 2024 წლის 4 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხუთშაბათობით შესრულდება.
Red Wings-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ავიარეისების დამატების მიზეზად ზაფხულის სეზონზე გაზრდილ მოთხოვნებს ასახელებს.
ამ დრომდე Red Wings ბათუმში ირკუტსკიდან, ნოვოსიბირსკიდან და გროზნოდან დაფრინავდა.