ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც „მშვიდობის გლობალური სამიტი“ გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც ხვალიდან „მშვიდობის გლობალური სამიტი“ იწყება.

„მშვიდობის სამიტი გლობალურ უმრავლესობას შესაძლებლობას მისცემს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ისეთ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნისთვის: ბირთვული და სამრეწველო უსაფრთხოება, სამხედროებისა და ყველა დეპორტირებული პირის დაბრუნება, კერძოდ, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სამიტი 15-16 ივნისს გაიმართება და მასში 100-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.