უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომელიც ,,დიდი შვიდეულის" სამიტზე დასასწრებად გუშინ იტალიაში ჩავიდა, დღეს რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა.
ზელენსკიმ რომის პაპს მხარდაჭერისა და უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინა აფასებს ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში შეტანილი წვლილისთვის.
„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და რთული ვითარება ენერგეტიკულ სექტორში. ასევე ვისაუბრეთ მშვიდობის ფორმულაზე, მოლოდინებზე, გლობალურ სამშვიდობო სამიტზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.